ამერიკულმა სანავთობო გიგანტმა Chevron Corp.–მა შეამცირა თავისი საინვესტიციო პროგრამის ზომა პირველად 2021 წლის შემდეგ, როდესაც ინდუსტრია გამოეხმაურა ნავთობის ფასების კოლაფსს კორონავირუსული პანდემიის შედეგად – წერს Financial Times.

კომპანიის კაპიტალური დანახარჯები 2025 წელს 14,5-15,5 მილიარდი დოლარის ფარგლებშია დაგეგმილი, მიმდინარე წლის 15,5-16,5 მილიარდი დოლართან შედარებით.

„ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტიციებს მაღალშემოსავლიან, დაბალი ნახშირბადის პროექტებში, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას გაზარდოს ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადი“, - თქვა Chevron-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ვირტმა.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ 2024 წლის მეოთხე კვარტალში 1,5 მილიარდ დოლარამდე ხარჯებს და ჩამოწერას დააფიქსირებს.

interfax