სანაე ტაკაიჩი იაპონიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ კონსერვატორმა ლიდერმა, 64 წლის სანაე ტაკაიჩიმ იაპონიის პარლამენტის 465 ადგილიან ქვედა პალატაში 237 ხმა დააგროვა.
ასევე, ტაკაიჩი იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 125 ხმით ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატამაც აირჩია.
სანაე ტაკაიჩი იაპონიის 104-ე პრემიერ-მინისტრი გახდა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე შიგერუ იშიბა შეცვალა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი გასულ თვეში დატოვა.