მსოფლიო მასშტაბით ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა აშშ-დან დაწყებული ჩინეთით დამთავრებული ფერმებს ანადგურებს, რის გამოც ხილის და რძის პროდუქტების წარმოებას საფრთხე ემუქრება. - ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg ავრცელებს. გამოცემა ასევე წერს, რომ მსოფლიოსთვის ბრინჯის წამყვანმა ექსპორტიორმა ინდოეთმა ბრინჯის ექსპორტი შიდა ფასების შენარჩუნების მიზნით აკრძალა, რუსეთი კი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა, ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი კი საბოლოო ჯამში სურსათის უსაფრთხოებასთან და ფასებთან დაკავშირებით შეშფოთებას აძლიერებს, რაც მაღაზიების თაროებზე ინფლაციის შენარჩუნების რისკებს ზრდის.
"ჩვენ კვლავ ვებრძვით ინფლაციას და მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია იკლებს ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფასები იკლებს, ეს ნიშნავს იმას რომ ფასები კვლავ გაიზრდება"- აღნიშნა სურსათის უვნებლობის ექსპერტმა ტიმ ბენტონმა.
ექსტრემალურმა სიცხემ რომელმაც მოიცვა როგორც აზია, ასევე ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ფერმერებისთვის, მათ მოუწიათ გამკლავებოდნენ როგორც ექსტრემალურად მაღალ ტემპერატურას და გვალვებს, ასევე ძლიერ წვიმებს და წყალდიდობებს.
სამხრეთ ევროპაში ახლა ისე ცხელა, რომ ძროხები ნაკლებ რძეს იწველებიან, პომიდორი ფუჭდება და გვალვის სემდეგ მოსალოდნელია, რომ მარცვლეულის მოსავლიანობა დაბალი იქნება. აზიაში, ჩინეთსა და. აშშ-ში ბრინჯის მოსავალი. ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე. ყველაზე უარეს იყო.
ფერმერთა ჯგუფის Coldiretti-ის მონაცემების თანახმად, იტალიის მასშტაბით, სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ამინდის ზარალი გასული წლის ზარალს 6 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. ტემპერატურამ ასევე დააჩქარა ბოსტნეულის დამწიფება ან. გახმობა, გარდა ამისა დაზარალდა მეფუტკრეობაც.
”ეს არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი ცხელი ზაფხული, საუბარია იმაზე, რომ მცენარეები უნდა მოერგოს კლიმატის ცვლილებას, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ კულტურებზე, რომლებიც ნელა ათასეული წლების მანძილზე ვითარდებოდნენ, დღეს კი მათი განვითარების ტემპი კლიმატს ვერ ეწევა" - აღნიშნა Coldiretti-ის აგრონომმა ლორენცო ბაზანამ.
განსაკუთრებულ. შეშფოთებას იწვევს ინდოეთის მიერ. ბრინჯის. ექსპორტის შეზღუდვის საკითხი, სურსათის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს დელისი საცალო ფასები თითქმით 15%-ით გაიზარდა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 9%-ით.
სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შეფასებით, წელს ხორბლის წარმოება 16%-ით შემცირდება, სხვა საგაზაფხულო ჯიშები კი1%-ით შემცირდება, რაც ეხება ლოგისტიკურ პრობლემებს, ამან შესაძლოა სურსათის. უსაფრთხოების პრობლემები გაზარდოს, მისისიპისა და ოჰაიოს მდინარეებზე წყლის დონე უკვე მეორე წელია ეცემა, რაც ზრდის კრიტიკულ სატვირთო მარშრუტებზე ადაზიდვის პრობლემის პერსპექტივას.
„ჩვენ მრავალი საფრთხის წინაშე ვდგავართ სოფლის მეურნეობის ბაზრებზე.
გვალვა ევროპაში ნიშნავს, რომ მარცვლეულის წარმოება იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში 60%-ით ნაკლები იქნება გასულ წელთან შედარებით, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის ყველაზე უარეს მოსავალს ბოლო 15 წლის განმავლობაში," - აცხადებს ფერმის ლობი Copa და Cogeca.