საფრანგეთში ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან სანაპიროებზე მოწევა იკრძალება. ახალი რეგულაციის მიზანია მოზარდების დაცვა პასიური მოწევის საფრთხისგან, რაც, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში წელიწადში 3000-დან 5000-მდე ადამიანს კლავს.
ახალი წესების მიხედვით, მოწევა ასევე იკრძალება ავტობუსის გაჩერებებიდან და ბიბლიოთეკებიდან, საცურაო აუზებიდან და სკოლებიდან ათი მეტრის რადიუსში, ყველა იმ ადგილზე, სადაც ბავშვები ხშირად მოძრაობენ. თუმცა აკრძალვა არ ვრცელდება ბარებისა და რესტორნების ტერასებზე.
აკრძალვის დამრღვევ ნებისმიერ პირს 135-დან 700 ევრომდე ჯარიმა დაეკისრება.
ახალ წესებში არაფერია ნათქვამი ელექტროსიგარეტებზე.