საფრანგეთში მომიტინგეებმა პარიზის გარეუბნის მერის სახლი დაარბიეს, მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, თავს დაესხნენ მის ცოლსა და შვილებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

Reuters-ის ცნობით, ინციდენტის დროს პარიზის გარეუბნის მერი ვინსენტ ჟანბრუნი სახლში არ იმყოფებოდა, მის ცოლსა და შვილებს კი სახლში ეძინათ.

ვინსენტ ჟანბრუნის თქმით, თავდამსხმელებისგან გაქცევისას, მისი მეუღლე და ერთ-ერთი შვილი დაზარალდნენ.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ არის დაკავებული.

საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები 27 ივნისს დაიწყო. პროტესტი პარიზის გარეუბან ალჟირელი 17 წლის ბიჭი მკვლელობას უკავშირდება. დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა