მსოფლიოს არ შეუძლია რუსული ნავთობის დაკარგვა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, სიტუაცია ნათელია.
„საერთაშორისო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას არ შეუძლია დიდი მოცულობის რუსული ნავთობის დაკარგვა. რუსული ნავთობი საჭიროა და ახლა, როდესაც მისი ნაწილი ენერგეტიკულ ბაზრებზე შესვლას იწყებს, უფრო დიდი სტაბილურობა ჩნდება“, – აღნიშნა პესკოვმა.