საბერძნეთში, სახანძრო სამსახურის მცდელობის მიუხედავად, მესამე დღეა ტყის ხანძრები მძვინვარებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი განსაკუთრებით ძლიერია ქალაქ ლუტრაკისა და მეგარას მიდამოებში, ათენთან ახლოს. ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარიც.
ატიკას სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 50 000 ჰექტარი ტყე და სასოფლო-სამეურნეო მიწა გამოუსადეგარი გახდა. დაზიანდა ასევე მრავალი სახლი და მანქანა.
უსაფრთხოების მიზნით, ევაკუირებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი. უსაფრთხოების ზომები ასევე მიღებულია ათენის მახლობლად მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში.
საბერძნეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ამინდის პირობების გამო ახალი ხანძრის გაჩენის შესაძლებლობის შესახებ გაავრცელა გაფრთხილება.