„სულ მცირე 500 ადამიანი დაკარგულად ითვლება ხმელთაშუა ზღვაში გადატვირთული გემის ჩაძირვის შემდეგ“, – ნათქვამია გაერო-ს განცხადებაში. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს
გემზე დაახლოებით 750 ადამიანი იყო. მედია წერს, რომ უბედური შემთხვევისას სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა. გადარჩენილი ადამიანები საბერძნეთის ცენტრალურ საემიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს.