ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის მხრივ საბერძნეთი ლიდერია, - ამის შესახებ ინფორმაციას report az საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„2023 წელს ვროკავშირის 27 ქვეყანას შორის  საბერძნეთმა  ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა. ცხადია, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იქ, სადაც გვინდა, რადგან 10-წლიანი კრიზისის ტვირთი გვაწევს, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ეკონომიკის ზოგადი კურსი და შემოსავლების ზრდის ტემპი სწორი მიმართულებით მიდის“, - განაცხადა პრემიერმა.

ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ, ევროკომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, წინა დღით განაცხადა, რომ საბერძნეთი ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდის მხრივ ევროპის ჩემპიონია. საბერძნეთში მშპ  2,5%-ით გაიზარდა და ზრდამ 2022 წელის 18690 ევროდან 2023 წელს 19150 ევრო შეადგინა. 

ამასთან, ევროსტატის მონაცემებით, საბერძნეთი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ით ევროკავშირში ბოლო ადგილზეა და მხოლოდ ბულგარეთს უსწრებს. საბერძნეთში ეს მაჩვენებელი 33%-ით დაბალია ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე