მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი, რომელიც რუსეთის 46 უმსხვილესი კომპანიის აქციებს აერთიანებს, 8.72%-ით დაეცა და 1958.4 პუნქტამდე შემცირდა, რაც 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.​

18-კვირიანი ვარდნის სერია 1997 წლის შემდეგ ისტორიულ ანტირეკორდად იქცა.​

აპრილის დასაწყისიდან რუსული ბაზარი თითქმის 30%-ით ჩამოიშალა და 10 წლის წინანდელ ნიშნულებს — 1900-2000 პუნქტს დაუბრუნდა, რაც 2016 წლის ზაფხულის მაჩვენებლის ტოლფასია.​

კომპანიების მიხედვით ვარდნა ასეთია:​Severstal — მინუს 17%​Norilsk Nickel — მინუს 24%​Aeroflot — მინუს 26.7%​MTS — მინუს 28%​Sber და Rosneft — მინუს 10% (თვის დასაწყისიდან). ​

განსაკუთრებით მძიმეა რუსეთის უმსხვილესი ოქროს მომპოვებელი კომპანიის, Polyus-ის მდგომარეობა, რომელმაც სულ რაღაც ორ კვირაში საკუთარი ღირებულების 53% დაკარგა.

წყარო: World Military / ანალიტიკა