Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მდიდარი 20 რუსის ქონება დაახლოებით 11 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

კაპიტალის ყველაზე დიდი ზრდა Норникел-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პოტანინმა დააფიქსირა - 2.5 მილიარდი დოლარი. ახლა მისი ქონება 28.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. პოტანინი რეიტინგში 82-ე ადგილზეა.

შემოსავლის მიხედვით მეორე ადგილზეა ფოლადის კომპანიის severstal-ის მფლობელი ალექსეი მორდაშოვი - ის წლიურად 1 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. მისი კაპიტალი 27.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. მორდაშოვი რეიტინგში 91-ე ადგილზეა.

მესამე ადგილზეა „სიბურის“ და „ნოვატეკის“ მფლობელი ლეონიდ მიხელსონი 24.4 მილიარდ დოლარიანი ქონებით. ის რეიტინგში 104-ე ადგილზეა.

მეოთხე და მეხუთე ადგილზე ვლადიმერ ლისინი და ვაგიტ ალეკპეროვია.

ცნობისთვის, Bloomberg-ის ინდექსში შესულია პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანი, მათ შორის 20 რუსი.