სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს აეროპორტები 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 14.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 14.2 პროცენტით მეტი, 4.2 მილიონი მგზავრი, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 14 პროცენტით მეტი, 4.3 მილიონი მგზავრი.

საქსტატის ცნობით, 2025 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.2 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 33.6 ათასი შეადგინა, რაც 11.1 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 39.0 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.9 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.1 პროცენტი — გაგზავნილი.