კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა გაავრცელა.

„სევერსკის რაიონში, ილსკის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობპროდუქტებით სავსე რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა“, - დაწერა მან „ტელეგრამის“ არხზე.

რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხანძრის მიზეზი დრონით თავდასხმა გახდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.