რუსეთში ლიხტენშტაინის ინტელექტუალური თამაშების საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობა არასასურველად გამოცხადდა. გადაწყვეტილება ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო.

 

ლიხტენშტაინის ინტელექტუალური თამაშების საერთაშორისო ასოციაცია ევროპიდან, აზიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან 200-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს, ისეთ ინტელექტუალურ თამაშებში, როგორიც არის „რა? სად? როდის?", "Brain Ring", "Own Game" და სხვა. გენერალურპროკურატურის გზავნილში აღნიშნულია, რომ ასოციაცია აქტიურად უჭერს მხარს უცხოელ აგენტებს და ონლაინ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას.