უსეთში დამოუკიდებელმა ავტოგასამართმა სადგურებმა პირველად დაიწყეს საწვავის გაყიდვა ლიტრზე 100 რუბლზე ($1.27) მაღალი ფასით, ამის შესახებ გამოცემა Reuter-სი რუსულ საცალო ქსელებზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ცნობით, ფასების მკვეთრი ზრდა გამოწვეულია საწვავის დეფიციტით, რომელიც უკრაინის მხრიდან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული შეტევების შედეგად გაჩნდა, რის ფონზეც საბაზრო ბენზინისა და დიზელის ფასები უპრეცედენტო ტემპით იზრდება.

რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე ინტენსიურმა დარტყმებმა ქვეყნის მასშტაბით საწვავის შეზღუდვები გამოიწვია. განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციები მოქმედებს სამხრეთ რუსეთის დიდ ნაწილში და ციმბირში, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე.