რუსეთში დღეიდან 55 ქვეყნის მოქალაქისთვის ელექტრონული ვიზების სისტემა ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

სისტემის გაშვება 2021 წელს იგეგმებოდა, თუმცა ამ პროცესს COVID-19-მა შეუშალა ხელი. 

ექსპერტების განცხადებით, რუსეთში შესვლა ადვილი არ არის, ბევრი განმცხადებელი იღებს უარს, მაგალითად, ირანიდან და ჩინეთიდან და იმედია, რომ ელექტრონული ვიზა ქვეყანაში ტურისტების შესვლას შეუწყობს ხელს.