უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, რუსეთმა ირანს Shahed-ის ტიპის დრონები გადასცა, რომლებიც თეირანმა უკვე გამოიყენა ამერიკულ ბაზებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე თავდასხმებისთვის.

„ისინი იყენებენ ირანის ლიცენზიებს. თქვენ იცით, რომ მათ დაამზადეს მრავალი დრონი და გადასცეს მათ. მე მაქვს 100%-იანი მტკიცებულება, რომ ირანის რეჟიმმა ეს დრონები გამოიყენა ამერიკული ბაზების და ახლო აღმოსავლეთში მისი მეზობლების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ეს ირანული დრონები რუსულ კომპონენტებს შეიცავს.

„და მეორეც, ჩემმა დაზვერვამ მითხრა, ისინი თვლიან, რომ რუსეთი უზიარებს სადაზვერვო მონაცემებს ირანის რეჟიმს. ისინი ეხმარებიან მათ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

www.interpressnews.ge