აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას „მხოლოდ მსოფლიოსთვის ნავთობის მიწოდება სურს“.

ტრამპმა კითხვას უპასუხა, რომელიც რამდენიმე ევროპელი ლიდერის მიერ აშშ-ის მხრიდან რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკას ეხებოდა.

საუბარია აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, რომ დროებით დაეშვა იმ რუსული ნავთობის გაყიდვა, რომელიც უკვე ტანკერებზეა, რათა შემცირდეს ენერგომატარებლების ფასები, რომლებიც მკვეთრად გაიზარდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.

„რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაუყოვნებლივ დაბრუნდება, როგორც კი კრიზისი დასრულდება“,  – განაცხადა ტრამპმა

აქვე, აშშ-ის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „შეთანხმება ბევრად უფრო რთულია“, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

1tv.ge