მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურში 231 000-ზე მეტი ადამიანია მიღებული. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა თავდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.
„თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 1-ელი იანვრიდან 3 აგვისტომდე, კონტრაქტით სულ 231 000-ზე მეტი ადამიანი მიიღეს“, - აღნიშნა მედვედევმა.
მისი თქმით, რუსეთში საკონტრაქტო მომსახურების შერჩევის სისტემა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ წარმატებით მოერგო.
„ამოცანა იგივე რჩება - რაც შეიძლება პრესტიჟული გავხადოთ საკონტრაქტო მომსახურება. ამ მიზნით, ბოლო თვეების განმავლობაში მიღებულ იქნა ორგანიზაციული, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მედვედევმა.