უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის წევრმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინისთვის აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდა.

"ბოლო მოლაპარაკებებზე რუსულმა მხარემ პირდაპირ განაცხადა, რომ თანახმანი იქნებოდნენ იმ უსაფრთხოების გარანტიებზე, რასაც აშშ უკრაინას სთავაზობს." - თქვა ბუდანოვმა.

"რაც შეეხება დემილიტარიზებული ზონის კონტროლს, ეს სამხედრო ქვეჯგუფის საკითხია. ყველაზე მეტი პროგრესი ამ მხრივ იყო. მათ შეთანხმებას მიაღწიეს იმაზე, თუ როგორ იმუშავებს მონიტორინგი ომის შემდეგ. ხოლო ტერიტორიულ საკითხზე ჩვენ ორ სრულად პოლარიზებულ პოზიციას შორის კომპრომისის პოვნას ვცდილობთ. ჯერ ბოლომდე არ მიგვიღწევია. იმედია, რომ მივაღწევთ. ამისთვის ბევრი დრო არ გვაქვს. საბოლოოდ, უნდა ვაღიაროთ: ან ომის დასამთავრებლად გამოსავალს ვიპოვით, ან... ერთმანეთის დახოცვას გავაგრძელებთ, რასაც ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად და პროფესიონალურად ვახერხებთ." - დაამატა მან. 

tabula.ge