აშშ-ში ისრაელის ელჩმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეჰიელ ლეიტერმა ვაშინგტონში მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ ხამენეი ლიკვიდირებულია“, - წერს რავიდი X-ზე.

ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანის უზენაესი ლიდერის დაღუპვის მტკიცებულება უკვე წარუდგინეს.

ასევე, ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა Reuters-ს განუცხადა, რომ ხამენეის ცხედარი ნაპოვნია.

www.interpressnews.ge