ჩინეთში ვიზიტის დროს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ჩინეთის პრემიერ მინისტრთან ლი ციანთან გამართა მოლაპარაკება და რამდენიმე ეკონომიკურ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

შეგახსენებთ, რომ მიშუსტინი ყველაზე მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირია, რომელიც ჩინეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეწვია.

შეხვედრაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უპრეცედენტო მაღალ დონეზეა“. მისი თქმით, ეს „საერთაშორისო არენაზე გაზრდილი ტურბულენტობით და კოლექტიური მოვლენის სენსაციური ზეწოლითაა გამოწვეული“.

ჩინეთსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი მემორანდუმები მოიცავს შეთანხმებას სავაჭრო სერვისებში საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, შეთანხმებას ჩინეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე და შეთანხმებას სპორტში თანამშრომლობის შესახებ.

ჩინეთის ექსპორტი რუსეთში ზრდას აგრძელებს. აპრილში ზრდის მაჩვენებელი 153,1%-ით გაიზარდა მარტში გაორმაგების შემდეგ, წერს Reuters-ი.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს რუსეთიდან ჩინეთში ენერგორესურსების მიწოდება 40%-ით გაიზრდება. მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსეთისთვის ტექნოლოგიური აღჭურვილობის მიწოდებაზეც.