უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს. ეს ინფორმაცია The Moscow Times-ს თავდაცვის სამინისტროს აპარატთან დაახლოებულმა ორმა წყარომ განუცხადა. ამ ინფორმაციაზე ოფიციალურად უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

„იქ, მისი ისტორია არ იყო მთლად „ოკ“ ამბავი ხელისუფლებისთვის. მეტს ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ დაკავების მიზეზზე.

„ხელმძღვანელობამ თქვა, რომ დღეს მის შესახებ სიახლეები იქნება. პრიგოჟინის კონტექსტში. როგორც ჩანს, მან [სუროვიკინმა] აირჩია [პრიგოჟინის აჯანყების დროს] მისი მხარე “, - თქვა მეორე წყარომ. კითხვაზე, სად არის ახლა გენერალი, მან უპასუხა: „ამ ინფორმაციაზე კომენტარსაც კი არ ვაკეთებთ შიდა არხებით“.

სუროვიკინის დაკავების შესახებ ინფორმაცია სამხედრო ბლოგერმა ვლადიმერ რომანოვმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, გენერალი დააკავეს 25 ივნისს, ვაგნერის აჯანყების მეორე დღეს. მისი თქმით, სუროვიკინი ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

სუროვიკინმა წინასწარ იცოდა ევგენი პრიგოჟინის გეგმების შესახებ, დაეწყო შეიარაღებული აჯანყება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, იტყობინებოდა მანამდე The New York Times დაზვერვის ამერიკელი ოფიციალური პირებზე დაყრდნობით.

ისინი აცხადებენ, რომ ახლა ცდილობენ გაარკვიონ, დაეხმარა თუ არა სუროვიკინი ამბოხების დაგეგმვაში პრიგოჟინს.