რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს, ვლადიმირ კარა-მურზას სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო ღალატისა და სხვა ბრალდებების გამო, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ მის კრიტიკასთან არის კავშირში. სასამართლო პროცესისა და განაჩენის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება.

 

ვლადიმერ კარა-მურზა 41 წლისაა, ის რუსეთის და ბრიტანეთის მოქალაქეა, წლების განმავლობაში აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და რუსეთის ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ლობირებდა.

 

სასამართლოს წინაშე ბოლო გამოსვლაში კყარა-მურზამ მისი სასამართლო სტალინის რეჟიმის საჩვენებელ სასამართლო პროცესებს შეადარა.

2015 და 2017 წელს კარა-მურზა მოულოდნელად გახდა ავად და კომაში იყო, რის გამოც პოლიტიკოსი რუსეთის სპეცსამსახურებს მის მოწამვლაში ადანაშაულებს.