2026 წლის ოქტომბერში სამხრეთ რუსეთში მეოთხე კლასის ხორბლის ფასი დღგ-ს ჩათვლით 7,000-8,700 რუბლს შეადგენს/ტონაზე ( 217 - 270 ლარი /ტონაზე). ეს არის ქვეყნის ყველაზე იაფი რეგიონი, მიუხედავად იმისა, რომ ის ასევე მთლიანი მოსავლის მთავარი წყაროა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აქვეყნებს.
„ცენტრალური რუსეთის რეგიონში ფასი 9,680 რუბლს შეადგენს/ტონაზე ( 300 ლარი /ტონაზე), შავი ზღვის რეგიონში 8,375 რუბლს/ტონაზე, ვოლგის რეგიონში 8,640 რუბლს/ტონაზე ( 268 ლარი /ტონაზე), ხოლო ციმბირში 11,357 რუბლს/ტონაზე (352 ლარი /ტონაზე).
2026 წლის 25 სექტემბრის მონაცემებით, მეოთხე კლასის ხორბლის საშუალო ფასი მთელი ქვეყნის მასშტაბით 8,625 რუბლს/ტონაზე (267 ლარი/ტონაზე) შეადგენდა.მესამე კლასის ხორბლის წარმოების ღირებულება შეფასებულია 11,000-13,000 რუბლ/ტონაზე (347-403 ლარი /ტონაზე ). ხარჯები წლის განმავლობაში 15-20%-ით გაიზარდა. მოსავლის უმეტესი ნაწილი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდება.
მარეგულირებელი აღიარებს მარცვლეულის მწარმოებლების ფასების შემცირებას და დეზინფლაციურ ეფექტს. ციმბირი ერთადერთი რეგიონია, სადაც მარჟა ნულთან ახლოსაა.სამხრეთი მიწოდების ხაფანგშია. მარცვლეული ფიზიკურად ვერ გადის რეგიონიდან მოსავლის შესადარებელი მოცულობით. ელევატორები 88-91%-ით არის შევსებული. ადგილობრივი მოთხოვნა მოცულობას ვერ ფარავს. ფასი განისაზღვრება არა მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსით, არამედ ლოგისტიკური შესაძლებლობებით. ოქტომბერში შიდა ფასების ცვალებადობა კვირაში 400-700 რუბლს (12-22 ლარი ) შეადგენს ტონაზე. ეს ყველაზე მაღალი დიაპაზონია რამდენიმე სეზონის განმავლობაში“, - წერია ინფორმაციაში.