გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ჩერკასის ოლქში, ქალაქ უმანი დაბომბეს. საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. 9 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ისევ მიმდინარეობს.
ოკუპანტების თავდასხმას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა დნეპრშიც.
რუსულ აგრესიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი.
"რუსულმა ტერორმა უნდა მიიღოს სამართლიანი პასუხი უკრაინისა და მსოფლიოსგან. და ის ამას მიიღებს. ყოველი ასეთი თავდასხმა, ყოველი ბოროტება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მხოლოდ აახლოებს ტერორისტ-სახელმწიფოს საკუთარ მარცხთან და სასჯელთან, და არა პირიქით, როგორც ისინი ფიქრობენ. “- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.