რუსეთის პრემიერმინისტრის, ვლადიმირ მიშუსტინის თქმით, 2024 წელს რუსეთის ეკონომიკა 4.1%-ით გაიზარდა, ხოლო მშპ ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ილაპარაკა.

"რუსეთის ეკონომიკა წარმატებით გაუმკლავდა სანქციების წნეხს, ხდება უფრო ტექნოლოგიური და დივერსიული". – თქვა მიშუსტინმა.

პუტინის თქმით, 2024 წელს რუსეთში ეკონომიკური ზრდა უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე "ე.წ. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში".

"მიმდინარე წლის მთავარი ამოცანაა, ეკონომიკის მყარი ზრდის ტრაექტორიაზე გასვლა, ასევე ინფლაციის შემცირება". – აღნიშნა შეხვედრაზე პუტინმა.

მიშუსტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეების ხელთ არსებული რეალური შემოსავლები ერთ წელში 8.4%-ით, ხოლო რეალური ხელფასი 8.7%-ით გაიზარდა.

პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა ინფლაციის ზრდა, რომელმაც 2024 წელს 9.52% შეადგინა. 

წყარო: ტაბულა