რუსი მილიარდერები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ წამოწყებულმა ომმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. BBC-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეშინიათ სიტუაციის შესაცვლელად რაიმეს კეთების, მათ მაინც დაიწყეს მზადება იმისთვის, რა მოხდება რუსეთში, როდესაც ამათუ იმ მიზეზით ის აღარ იქნება. ისინი ისურვებდნენ თავიანთი გავლენის აღდგენას და პოლიტიკაში მონაწილეობას, როგორც ეს 1990-იან წლებში იყო, – ამბობენ ექსპერტები, რომლებიც რუსეთის უმდიდრეს ადამიანებთან ურთიერთობენ.

განწყობის ცვლილება უკვე შეინიშნება იმაში როგორ შეიცვალა დამოკიდებულება პუტინის მიმართ, – ამბობს ალექსანდრა პროკოპენკო, ბერლინის რუსული და ევრაზიული კვლევების ცენტრის უფროსი მკვლევარი და წიგნის „თანამზრახველები“ ​​ავტორი. რატომ აირჩია რუსულმა ელიტამ ომი“. თუ ადრე, მისი თქმით, წამყვანი მეწარმეები პატივისცემით უწოდებდნენ მას „უფროსს“, „პირველს“ ან „ВВ-ს“, ახლა ისინი მას „ბაბუას“ უწოდებენ „ზიზღის ელფერით“.

ზოგიერთი ისურვებდა „პოლიტიკა დაბრუნდეს ადამიანების ცხოვრებაში“ - ნაკლები რეპრესიებით, მეტი სიტყვის თავისუფლებით და პარტიებსა და პოლიტიკოსებს შორის უფრო ჯანსაღი კონკურენციით, ამბობს პროკოპენკო.

1990-იანი წლების ოლიგარქიის მსგავსი სისტემის დაბრუნება დამკვირვებლებისთვის საკმაოდ სავარაუდო ჩანს.

ევროპული ანალიზისა და სტრატეგიების ცენტრის დირექტორი დიმიტრი ნეკრასოვი, რომელიც ადრე მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ფედერალურ საგადასახადო სამსახურში, შემდეგ კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო, მიიჩნევს, რომ ასეთ სცენარში ქვეყნის მართვაში რამდენიმე გავლენიანი ელიტური კლანი იქნება, რომლებიც ბიზნესწრეებთან ალიანსში მოქმედებენ.

ჟურნალ „The Economist“-ის რედაქტორის, არკადი ოსტროვსკის თქმით, რომელსაც რუსეთში ჟურნალისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ზოგიერთი მილიარდერი იმედოვნებს, რომ პუტინის წასვლის შემდეგ ქვეყანა „ოლიგარქიულ რესპუბლიკად“ გადაიქცევა - მსგავსი იმისა, რაც 1990-იან წლებში არსებობდა, როდესაც ბიზნესელიტა სათავეში იდგა. ახლა ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების უმეტესობა განიცდის „სრული ჩიხის განცდას, რომელშიც ამ ომმა რუსეთი მიიყვანა...მომავლის უქონლობის [განცდას]“. სწორედ ამ ჩიხიდან გამოსვლის მცდელობით ხსნის ოსტროვსკი გახმაურებულ ინტერვიუს, რომელიც მას კომპანიების EuroChem-ისა და SUEK-ის დამფუძნებელმა ანდრეი მელნიჩენკომ მისცა.

ვრცლად themoscowtimes – ზე