რუსეთში, კურგანის, ტიუმენისა და სვერდლოვსკის რაიონებში ტყის მასშტაბური ხანძარია. ხანძრის ლიკვიდაცია ქარიანი ამინდის გამო გართულებულია.
როგორც რუსული მედია წერს, ტიუმენისა და სვერდლოვსკის რაიონებში საგანგებო რეჟიმი შემოიღეს. გარდა ამისა, ევაკუირებულია კურგანის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტის მოსახლეობა.