რუსეთი უკრაინასთან ომში დღეში 30 მლრდ რუბლს ხარჯავს. ეს შეფასება ელექტრონული ბიუჯეტის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გერმანიის უსაფრთხოების საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარმა იანის კლუგემ გააკეთა.
უკრაინასთან ომში რუსული არმიის დასაფინანსებლად რუსეთის ბიუჯეტის ხარჯებმა მაისის დასაწყისში 3 ტრილიონს გადააჭარბა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 15 მაისის მდგომარეობით, მხოლოდ „ეროვნული თავდაცვის“ განყოფილების ღია პუნქტებზე ბიუჯეტიდან 789,8 მილიარდი რუბლი დაიხარჯა. ამ თანხას უნდა დავუმატოთ ფარული ხარჯები - 3 ტრილიონი რუბლი, საიდანაც 80% ჯარის დაფინანსებაზე მიდის.
16 მაისს რუსეთის ღამის თავდასხმა უკრაინაზე აგრესორ ქვეყანას მინიმუმ 119 მილიონი დოლარი დაუჯდა. ასეთი გათვლები გააკეთეს Экономическая правда-ს ჟურნალისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით.
EBRD პროგნოზირებს, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის სწრაფი აღდგენა წელიწადში დამატებით ინვესტიციებს დაახლოებით $50 მილიარდს მოითხოვს.