რუსეთი აგრძელებს თავდაცვის სამინისტროსთან ხელმოსაწერი კონტრაქტების ღირებულებების შემცირებას:მარიი ელს, სამარის ოლქს, ჩუვაშეთს და ბელგოროდის ოლქს ახლა იამალო-ნენეცის ავტონომიური რეგიონი, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი და ბაშკირეთი დაემატა.

 თათრეთი - 3.1 მილიონი რუბლიდან 800 ათასამდე ჩამოვიდა.

 ჩუვაშეთი - 2.5 მილიონი რუბლიდან 800 ათასამდე.

 მარიი ელი - 3 მილიონიდან 800 ათასამდე.

 ბელგოროდის ოლქი - 800 ათასიდან ნახევარ მილიონანმდე.

ცნობისთვის, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 40 თვეზე მეტია მიმდინარეობს და მოსკოვი კვლავ ნელა აღწევს პროგრესს, ეყრდნობა რა რუსი მოხალისეების ლეგიონებს - მამაკაცებს, რომლებსაც მაღალი ხელფასები და გულუხვი შეღავათები იზიდავს. Idel.Realii-ის თანახმად, რუსეთის ზოგიერთ რეგიონში ახალი მოხალისეებისთვის გადახდები ერთი წლის ხელფასს აღემატება - ეს არის ფულის ნაკადი, რომელმაც ადგილობრივი ეკონომიკა შეცვალა და საზოგადოების მხარდაჭერა გააძლიერა ომის მიმართ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო დანაკარგების დონემ ასევე არ შეანელა რეკრუტირების ტემპი. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, დაღუპული და დაჭრილი რუსების რაოდენობა ამ ზაფხულს ერთ მილიონს მიაღწევს.

თუმცა, სიტუაცია იწყებს შეცვლას. ბოლო კვირების განმავლობაში, სულ მცირე, ხუთმა რუსეთის რეგიონმა შეამცირა ახალი მოხალისეებისთვის ერთჯერადი გადახდები. ექსპერტების თქმით, მიზეზი ნაწილობრივ გამოწვეულია ბიუჯეტის მკაცრი შეზღუდვებით, რადგან რეგიონული მთავრობები აღარ ახერხებენ დაპირებული გადახდების შესრულებას რუსეთის გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

მაგალითად, ბაშკორტოსტანის — რესპუბლიკის, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომში დადასტურებული მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს — ხელისუფლება 5 ივნისიდან ამცირებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმებისთვის ერთჯერად გადასახადებს: აქამდე არსებული 1,6 მილიონი რუბლის ნაცვლად, ახალწვეულები ახლა 1 მილიონს მიიღებენ. უფას რეგიონული გადასახადებიც განახევრდება, 1,2 მილიონიდან 600 000 რუბლამდე; თუმცა, მუნიციპალური გადასახდელი 700 000 რუბლის ოდენობით, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში შემოიღეს, ძალაში დარჩება. Idel.Realii-მ გამოიკვლია ამ გადაწყვეტილების საფუძველი.