რუსეთი ხორბლის, ქერისა და სიმინდის საექსპორტო გადასახადების ფასების საწყის თანხას ზრდის - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი  ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გოცემის ცნობით, ხორბლის ექსპორტზე გადასახადების საწყისი ფასი ერთ ტონაზე 17 000 რუბლით განისაზღვრა და ძალაში პირველ ივნისს შევა. ამ დრომდე ხორბლის საექსპორტო გადასახადი ერთ ტონაზე 15 000 რუბლი იყო.

რაც შეეხება სიმინდსა და ქერზე დაწესებულ გადასახადებს, საექსპორტო ფასი ამ შემთხვევაშიც ერთ ტონაზე 2 000 რუბლით გაიზრდება და 15 875 რუბლს მიაღწევს.