ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების ფონზე, რუსეთი აფრიკის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის განვითარებისთვის ემზადება. რუსული თვითმფრინავები აფრიკაში დაიწყებენ ოპერირებას, თუ რუსულ ავიახაზებს ექნებათ გარანტია, რომ კონტინენტზე ფრენისას შეფერხება არ ექნებათ. ამის შესახებ ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნერადკომ განაცხადა.
მისი თქმით, გადამზიდველებს სჭირდებათ გარანტიები, რომ მათი თვითმფრინავები არ იქნებიან დაკავებული კონტინენტის სახელმწიფოების ტერიტორიაზე და რომ ისინი მიიღებენ აუცილებელ სახმელეთო მომსახურებას და უზრუნველყოფილი იქნებიან საწვავის შევსებით.