რუსეთ-აშშ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„თარიღის განსაზღვრა მოხდება. ნათელია, რომ ეს 4 ნოემბრის შემდეგ იქნება“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, შეხვედრის ჩატარების საკითხი „დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და ზოგად სიტუაციაზე“.

„გახსოვთ, რატომაც გაუქმდა წინა რაუნდი, რომელიც ერთი შეხედვით შეთანხმებული იყო, მაგრამ შემდეგ თავად უკრაინელებმა ჩაშალეს. თქვენ ხედავთ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას. ვფიქრობ, ეს არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩავატაროთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

www.interpressnews.ge