რუსი კლიენტების ტრანზაქციების რაოდენობა უცხოეთში არსებულ უძრავ ქონებაზე 2023 წლის პირველ ნახევარში 36%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფორმაცია უძრავი ქონების სააგენტო Intermark Real Estate-ის ანალიტიკოსებმა გაავრცელეს.

მათი თქმით, წლის განმავლობაში რუსების პრეფერენციებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

არაბეთის გაერთიანებული საამიროები კვლავ ლიდერობენ ტრანზაქციების რაოდენობით. 2023 წლის იანვრიდან ივნისამდე დუბაიში გაიყიდა 52800 ლოტი, რაც წარმოადგენს გაყიდვების 75%-ს მთლიან 2022 წლის მონაცემებთან შედარებით.

„ეს საშუალებას გვაძლევს ვიწინასწარმეტყველოთ რეკორდული გაყიდვები მიმდინარე წლის ბოლოსთვის, რაც ბოლო 12 წლის მაქსიმუმი იქნება“, -  ნათქვამია კვლევაში.

აბუ-დაბიშიც შეიმჩნევა უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სწრაფი ზრდა. 2023 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა 66%-ით გაიზარდა, ხოლო შეძენილი უძრავი ქონების მთლიანი რაოდენობა გაორმაგდა.

უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდის ლიდერები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები გახდნენ, მაგალითად ბალიში რუსების მიერ უძრავი ქონების შესყიდვების რაოდენობა გაორმაგდა.

„ყველა ქვეყნიდან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზაქციების ზრდა, რეგიონს აქვს ყველა შანსი, რომ მალე დაიკავოს რეიტინგის პირველი ადგილი.

ინდონეზია, ტაილანდთან ერთად, ზრდის ტურისტების ნაკადს COVID-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების მოხსნის შემდეგ, რაც ქვეყანაში იზიდავს არა მხოლოდ მოგზაურებს, არამედ ინვესტორებსაც“, - განმარტავს ირინა მოშევა, Intermark Real Estate-ის პარტნიორი. 

2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტაილანდში რუსების უძრავი ქონებით გარიგებების რაოდენობა 2,6-ჯერ გაიზარდა. კარიბის ზღვის აუზში ექვს თვეში რუსეთის მოქალაქეებმა 2,4-ჯერ მეტი ობიექტი შეიძინეს, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.

forbes.ru