ათასობით რუს თანამდებობის პირს და სახელმწიფო თანამშრომელს სამსახურში iPhone-ების და Apple-ის სხვა პროდუქტების გამოყენება აეკრძალა. ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის აღჭურვილობებზე შეზღუდვები ჯაშუშობის ეჭვების გამო წესდება. ამის შესახებ Financial Times იტყობინება.

რუსეთის ფედერაციის კომერციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „სამუშაო მიზნებისთვის“ ორშაბათიდან ყველა iPhone-ის გამოყენება აიკრძალება. ციფრული განვითარების სამინისტრომ, ისევე როგორც სანქცირებული სახელმწიფო კომპანია Ростех-მა, განაცხადეს, რომ მათ  აკრძალვები უკვე შემოიღეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ iPhone-ის, iPad-ისა და Apple-ის სხვა მოწყობილობების აკრძალვა სამინისტროებსა და ინსტიტუტებში ასახავს კრემლისა და ФСБ-ის მზარდ შეშფოთებას რუსეთის სამთავრობო უწყებების წინააღმდეგ აშშ-ს დაზვერვის ჯაშუშური საქმიანობის გაზრდის გამო.

„უშიშროების თანამშრომლებმა სამინისტროებში - ФСБ-ის ოფიცრებმა სამოქალაქო თანამდებობებზე, როგორიცაა მინისტრის მოადგილეები - განაცხადეს, რომ iPhone-ები აღარ განიხილება უსაფრთხოდ და რომ ალტერნატივა უნდა მოიძებნოს", - წერს გამოცემა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ  პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც „კრიტიკულ საინფორმაციო ინფრასტრუქტურასთან“ დაკავშირებულ ორგანიზაციებს ავალდებულებს, რომ 2025 წლისთვის რუსეთის მიერ შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე გადაერთონ.

ეს ნაბიჯი ასახავდა მოსკოვის გრძელვადიან სურვილს, აიძულოს სახელმწიფო ინსტიტუტები უარი თქვან.

„ჩინოვნიკებს ნამდვილად სჯერათ, რომ ამერიკელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი მოსასმენი აღჭურვილობა. ФСБ დიდი ხანია შეშფოთებულია iPhone-ის პროფესიონალური კონტაქტებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სხვა ოფიციალური პირები შეზღუდვებს მხოლოდ იმიტომ ეწინააღმდეგებოდნენ, რომ მათ iPhone მოსწონდათ “, - აცხადებს რუსეთის უშიშროების და დაზვერვის სამსახურების ექსპერტი ანდრეი სოლდატოვი.

ასეთი აკრძალვები უკვე მოქმედებს ან ამოქმედდება ფინანსთა, ენერგეტიკისა და სხვა სამთავრობო უწყებებში, წერს Financial Times-ი.

გამოცემის კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ, ერთ-ერთ სამინისტროსთან დაახლოებულმა თქვა, რომ IT დეპარტამენტი აცნობებს შესაბამის ორგანოებს, როდესაც ვინმე სამუშაო ელექტრონულ ფოსტას iPhone-დან გახსნის.

Ростех -ის სპიკერმა Financial Times-ს განუცხადა, რომ შეზღუდვები Apple-ის ყველა მოწყობილობაზე ვრცელდება. მაგრამ მათი პირადი მიზნებისთვის გამოყენება მაინც დაშვებულია.