კარიერის დაწყება განსაკუთრებით რთულია რუმინეთში, შვედეთსა და ესპანეთში, მაშინ როდესაც იაპონიაში, ისრაელსა და გერმანიაში ახალგაზრდებისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის უმუშევრობის მაჩვენებლებს შორის სხვაობა შედარებით მცირეა.

Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი 41 ქვეყანაში ახალგაზრდებისა და ზრდასრული მოსახლეობის უმუშევრობის დონეს ადარებს. კვლევა OECD-ის ჰარმონიზებულ მონაცემებს ეყრდნობა და 2025 წლის მდგომარეობას ასახავს.

შედარებისთვის გამოყენებულია 15-24 წლის ახალგაზრდებისა და 25 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის უმუშევრობის მაჩვენებლები. შესაბამისად, რეიტინგი აჩვენებს, რამდენად დიდია დასაქმების მხრივ ახალგაზრდების ჩამორჩენა უფროს ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით.

სად არის კარიერის დაწყება ყველაზე რთული?

რეიტინგის მიხედვით, ყველაზე დიდი სხვაობა რუმინეთში ფიქსირდება. ქვეყანაში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე 26.1%-ია, მაშინ როდესაც 25 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი 4.8%-ს შეადგენს. სხვაობა 21.2 პროცენტული პუნქტია.

მეორე ადგილზე შვედეთია, სადაც ახალგაზრდების უმუშევრობა 24.3%-ს, უფროსი ასაკის მოსახლეობის კი 6.7%-ს შეადგენს. მესამე პოზიციას ესპანეთი იკავებს – 15.5-პროცენტული პუნქტის სხვაობით.

ქვეყნები, სადაც კარიერის დაწყება ყველაზე რთულია – 2025 წელი

ადგილი

ქვეყანა

ახალგაზრდების უმუშევრობა

უფროსი ასაკის უმუშევრობა

სხვაობა

1

რუმინეთი

26.1%

4.8%

21.2 პპ

2

შვედეთი

24.3%

6.7%

17.5 პპ

3

ესპანეთი

24.8%

9.4%

15.5 პპ

4

კოსტა-რიკა

20.5%

5.0%

15.5 პპ

5

იტალია

20.5%

5.3%

15.1 პპ

6

პორტუგალია

19.4%

5.1%

14.3 პპ

7

ესტონეთი

20.3%

6.3%

14.0 პპ

8

ხორვატია

18.0%

3.9%

14.0 პპ

9

ლუქსემბურგი

19.5%

5.6%

13.9 პპ

10

ჩილე

21.4%

7.5%

13.8 პპ

სად არის ახალგაზრდებისთვის დასაქმების მდგომარეობა შედარებით უკეთესი?

რეიტინგის საპირისპირო ანუ ბოლო ადგილზეა იაპონია, სადაც ახალგაზრდებისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის უმუშევრობის მაჩვენებლებს შორის სხვაობა მხოლოდ 1.4 პროცენტული პუნქტია. მეორე ადგილზე ისრაელია 2 პროცენტული პუნქტით, ხოლო მესამე პოზიციას გერმანია იკავებს – 3.6 პროცენტული პუნქტით.