ენერგიის ექსპორტი ყოველთვის იყო რუსული ექსპორტისა და რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარი მამოძრავებელი ძალა. სწორედ გაზის ექსპორტით ცდილობდა პუტინი ევროპის შანტაჟს და სწორედ ეკონომიკის ამ სექტორში იყო ყველაზე რთული სანქციების დაწესება. თუმცა, დასავლეთმა შეძლო მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება ნავთობისა და გაზის მიწოდებაზე და ახლა რუსეთი იძულებულია ეძებოს ახალი ბაზრები თავისი პროდუქციის გასაყიდად. იმ ქვეყნების ინფოგრაფიკას, რომლების რუსული წიაღისეულის ნავთობის მთავარი მყიდველები იყვნენ, უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთის წიაღისეული საწვავის ყველაზე დიდი მომხმარებელი ჩინეთია, რომელიც წელს 28,7 მილიარდი დოლარის იმპორტს ახორციელებს;
მეორე ადგილზეა ევროკავშირი, რომელმაც რუსეთიდან 17,869 მილიარდი დოლარის წიაღისეული საწვავი შემოიტანა: 10,874 მილიარდი დოლარის ნავთობი და 6,995 მილიარდი დოლარის გაზი.
ინდოეთის რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის ღირებულება წლის პირველ ნახევარში 16,071 მილიარდი დოლარი იყო: აქედან ნავთობზე მოდის 13,608 მილიარდი დოლარი და ნახშირზე - 2,463 მილიარდი დოლარი.
