2023 წელს ქარისგან ენერგიის გამომუშავებამ ახალ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამან გასულ წელს მსოფლიოში მთლიანად წარმოებულ ენერგიაში განახლებადი ენერგიის წილის 30%-მდე გაზრდას შეუწყო ხელი.

ქარის ენერგიის წარმოების კუთხით კვლავ ჩინეთი ლიდერობს. აზიურ სახელმწიფოზე გასულ წელს ქარისგან წარმოებული მთლიანი ენერგიის 66% მოდის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სადგურები, რომლებიც შიდა მონღოლეთსა და სინძიანშია განლაგებული.

2030 წლისთვის ჩინეთი ქარისა და მზის ელექტროსადგურების გამომუშავების სამჯერ გაზრდას გეგმავს. ამ გეგმების განხორციელებაში კი მთავარი როლი მთავრობის ინვესტიციებსა და ინიციატივებს ენიჭება.

Energy Institute-მა 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიო ენერგიის სტატისტიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს გამომუშავებული ქარის ენერგიის სიმძლავრით ჩინეთთან ერთად აშშ და გერმანია გამოირჩევა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი უახლოეს მდევარს, აშშ-ს თითქმის 300,000 მეგავატით უსწრებს.

ვრცლად  forbes.ge - ზე