უკრაინაში თითქმის 15 თვიანი ომის შემდეგ, 1780-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია აგრძელებს რუსეთში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ოპერირებას. მათ შორის, თამბაქოს გიგანტები: Philip Morris-ი და Japan Tobacco International-ი, გლობალური საცალო ვაჭრობის კომპანიები: Leroy Merlin-ი, Metro, Pepsi, Nestle, Danone და სხვები.
ამის შესახებ KSE Institute-ის ახალ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, რუსულ ბაზარზე შემდეგი კომპანიები რჩება:
Philip Morris - $7,888 მილიარდი;
Japan Tobacco International - $7,358 მილიარდი;
Pepsi - $4,663 მილიარდი;
Auchan - $3,463 მილიარდი;
Metro AG - $3,405 მილიარდი;
Danone - $3,002 მილიარდი;
Mars - $2,646 მილიარდი;
Procter & Gamble - $2,234 მილიარდი;
Chery Automobile - $2,154 მილიარდი;
Cargill - $2,130 მილიარდი
კვლევის მიხედვით, უცხოური კომპანიების მხოლოდ 18,2%-მა შეზღუდა მთლიანად თავისი საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო 26,9% გეგმავს ბაზრის დატოვებას, 25,9% განაგრძობს ოპერირებას რუსულ ბაზარზე, 29,1% კი აცხადებს, რომ რუსეთში საქმიანობის შეჩერებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
ამასთან, KSE Institute-ის მონიტორინგის მიხედვით, 1276 (39,6%) კომპანია რუსეთის ბაზრის დატოვებას არ აპირებს. კიდევ 508-მა (მთლიანი 15,8%) უცხოურმა ბიზნესმა შეაჩერა ახალი ინვესტიციები რუსეთში.