ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Rivian-ი შემცირებების მორიგ რაუნდს ახორციელებს, რომელიც მისი სამუშაო ძალის დაახლოებით 4%-ს შეეხება, – იტყობინება The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.
მათი მონაცემებით, 600-ზე მეტმა თანამშრომელმა შესაძლოა სამსახური დაკარგოს. 2024 წლის ბოლოს კომპანიაში 15 000-ზე ოდნავ ნაკლები ადამიანი იყო დასაქმებული.
ერთი თვის წინ, Rivian-მა თანამშრომლების დაახლოებით 1.5% გაათავისუფლა.