ტრამვაის ახალი ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა.

როგორც ტრანსპორტისა და ურბანული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალი, 7.5 კილომეტრიანი ტრამვაის ხაზი 11 გაჩერებით დიდ დიღომს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.

სააგენტოს ცნობით, ხაზი დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონებს შორის არსებული ტერიტორიიდან დაიწყება, დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით, კი მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიამდე გაგრძელდება.

„პროექტის ფარგლებში, აშენდება შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ტრამვაის დეპო, რომელიც ვაგონების მომსახურებასა და ექსპლუატაციას უზრუნველყოფს. ასევე მოეწყობა ყველა აუცილებელი საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელი ტრამვაის ხაზის გამართული მუშაობისთვის.

„პროექტის განხორციელების ვადა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეა. მისი სავარაუდო ღირებულება შეადგენს 416 592 000 ლარს. ხოლო, სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 22 დეკემბერს დასრულდება“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

www.bpn.ge