1960-იან წლებამდე, დედამიწის მეოთხე უდიდესი ტბა ასეულობით კილომეტრობით მანძილზე იყო გადაჭიმული უზბეკეთსა და ყაზახეთს შორის.
2015 წლისთვის, ტბის ზედაპირი იმდენად შემცირდა, რომ მის ადგილას ახალი უდაბნო დაიბადა და მის მიმდებარე რეგიონში მცხოვრები სამ მილიონამდე ადამიანი საფრთხის ქვეშ დააყენა.
არალის ზღვის ფართობი ერთ დროს 68 000 კვადრატული კილომეტრი იყო, მაგრამ ახალი შეფასების თანახმად, მის ადგილას ახლა რამდენიმე ტბორია დარჩენილი, რომელთა ჯამური ფართობიც 8 000 კვადრატული კილომეტრია. დანარჩენი ნაწილი ახლა უკვე უჭირავს თეთრქვიშიან უდაბნო არალყუმს.
„ეს ნამდვილად გახლავთ გარემოს ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა მთელ მსოფლიოში“, — ამბობს გაერო-ს გაუდაბნოების საწინააღმდეგო კონვენციის აღმასრულებელი მდივანი იბრაჰიმ ტიაუ.
კვლევების თანახმად, ამ შიდა ზღვის დაკარგვამ, 1984 წლიდან 2015 წლამდე თითქმის გააორმაგა რეგიონში ატმოსფერული მტვრის რაოდენობა, 14 მილიონი ტონიდან 27 მილიონ ტონამდე.
ზღვის ყოფილი ფსკერიდან ასულმა მტვერმა მიმდებარე ქალაქებში ჰაერის ხარისხი გააუარესა, 800 კილომეტრის მოშორებითაც კი; თანაც, ამას წვლილი შეაქვს მყინვარების დნობის აჩქარებაშიც. ეს კი კიდევ უფრო ამძაფრებს რეგიონის წყლის კრიზისს.
ამ საზიანო მარილებს ქარი ავრცელებს, რაც ასეულობით კილომეტრის მოშორებითაც კი ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და აბინძურებს სასმელ წყალს.
არალყუმის მტვერი განსაკუთრებით უფრო ტოქსიკურია, ვიდრე რეგიონის დანარჩენი უდაბნოსი, რადგან შეიცავს ახლომდებარე საბჭოთა ქიმიური იარაღის ტესტირების ცენტრებიდან ჩატანილ ნარჩენებს; ასევე სავსეა სოფლის მეურნეობაში გამოყენებული და შემდეგ ტბაში მდინარეების მიერ ჩატანილი სასუქებითა და პესტიციდებით.
1960-1990-იან წლებში, არალის ზღვაში ჩამდინარე, მისი მკვებავი ორი მდინარე — ამუდარია და სირდარია გადაამისამართეს 7 ჰექტარის ფართობის საბჭოთა ბამბის მინდვრების სარწყავად.
ვრცლად პირველ არხზე