წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საერთო ჯამში, ევროპაში თხილამურებით სრიალის ღირებულება 2015 წლის შემდეგ, ინფლაციის გათვალისწინებით, 34.8 პროცენტით გაიზარდა, - ინფორმაციას euronews.com ავრცელებს.

თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპაში იაფი სათხილამურო კურორტებიც არსებობს, როგორიცაა საქართველო, ბულგარეთი და ანდორა.

„საქართველოს სათხილამურო კურორტები ერთ-ერთი ხელმისაწვდომი ფასის ვარიანტია, რომელსაც დამატებითი ბონუსად საიმედო თოვლის საფარი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის მთები ისევე თბება, როგორც ყველგან, საქართველოს ფერდობებს აქვთ უპირატესობა, რომ საკმაოდ მაღალია. გუდაურის და თეთნულდის კურორტები 2000-დან 3000 მეტრამდეა გადაჭიმული.

ეს ასევე მას ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა სათხილამურო კურორტად აქცევს, რადგან კურორტებს არ უწევთ ხელოვნურ თოვლზე დაყრდნობა.

გუდაურის Vagabond Adventures სათხილამურო სკოლის გუნდის ხელმძღვანელის, პეტრ მაჯერის თქმით, საქართველო ასევე გთავაზობთ „თავგადასავლების ატმოსფეროს, რომელსაც უბრალოდ ვერ მიიღებთ ალპების გაპრიალებულ კურორტებსა და ზღაპრულ სოფლებში“.

„ის, რაც მას აკლია ინფრასტრუქტურაა, რომელიც ზოგჯერ ოდნავ ჩამორჩება სხვა ევროპული დანიშნულების ადგილების განვითარებას“ - ამბობს ის.

სათხილამურო აბონემენტი დღეში დაახლოებით 25 ევრო ღირს, საუკეთესო შეთავაზება კი სეზონური აბონემენტია, რომელიც საქართველოს ყველა სათხილამურო კურორტზე შეუზღუდავ წვდომას გაძლევთ დაახლოებით 200 ევროდ. სრული აღჭურვილობის ქირაობა დღეში საშუალოდ 22 ევრო ღირს.

ფერდობებზე დატვირთული დღის შემდეგ, შეგიძლიათ შეივსოთ ძალები ქართული სამზარეულოთი, რომელიც შედგება ხინკლისა და ხაჭაპურისგან“ - წერს გამოცემა.