საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო კერძო სექტორთან ერთად ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში IBTM World 2025 მონაწილეობს.

გამოფენაში საქართველოს მონაწილეობას აფასებს სასტუმრო „პარაგრაფის“ წარმომადგენელი თამარ ჩხეიძე“
„კოვიდის შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, IBTM დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ბევრი ახალი ქვეყნიდან შეიმჩნევა ინტერესი, რომლებიც ადრე არ იყვნენ დაინტერესებულნი საქართველოთი. ასევე მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა იმ ქვეყნებიდანაც, რომლებიც ადრეც ინტერესდებოდნენ ჩვენი ქვეყნით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გაზრდილია ჯგუფურ ტურებზე ინტერესი ახალი ბაზრებიდან, 2026–2027 წლებისთვის უკვე გეგმავენ დიდ ღონისძიებებს. ჩვენი აქ ყოფნა და პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. დიდ იმედებს ვამყარებთ“.

IBTM World 2025-ზე წარმოდგენილია 150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია, ხოლო გამოფენის სტუმრების რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს