დედამიწის გარშემო დღეს ათასობით სატელიტია (ხელოვნური თანამგზავრი). ხარჯების შემცირებამ და მზარდმა კონკურენციამ კოსმოსისკენ გზა სულ უფრო მეტ კომერციულ კომპანიას გაუხსნა, რომლებმაც არაერთი ხელოვნური თანამგზავრი გააგზავნეს. 

Rankingroyals-მა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც პირველებმა გაუშვეს ხელოვნური თანამგზავრი კოსმოსში. რეიტინგში პირველ ადგილს საბჭოთა კავშირი იკავებს, რომელმაც „სპუტნიკ 1“ 1957 წელს გაუშვა, მეორე ადგილზე კი აშშ-ია, რომელმაც სატელიტი კოსმოსში 1958 წელს გააგზავნა.