დოლარზე, როგორც სარეზერვო ვალუტაზე უარის თქმა ეტაპობრივად ხდება, თუმცა უახლოეს მომავალში მას ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.
გეორგიევამ აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მისთვის ძალიან შემაშფოთებელი არ არის.
„ხდება დოლარის ეტაპობრივი მიტოვება. მანამდე ის რეზერვების დაახლოებით 70%-ს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 60%-ზე ოდნავ დაბლაა", - თქვა მან.
სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ დოლარის მთავარი კონკურენტი ევროა.