რკინის ხანა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქა იყო კაცობრიობის ისტორიაში; უდიდესი ინტერესის საგანია, როგორ დატოვა ადამიანმა ბრინჯაოს ხანა და შეაბიჯა რკინის ხანაში. ამ კითხვაზე პასუხი მეცნიერებმა სავარაუდოდ მიაგნეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში, 3000 წლის წინანდელი სადნობ სახელოსნოში.

ეს ძეგლი ადრეც შესწავლილი იყო, მაგრამ ბრიტანეთის კრენფილდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიურ არქეოლოგებს, ნათანიელ ერბ-სატულიოს და ბობი კლიმჩუკს მტკიცებულებების ახლებურად გადახედვა სურდათ.

ადგილზე აღმოჩენილი დიდი ოდენობით ჰემატიტისა (რკინის ოქსიდის მინერალი) წიდის (დნობის ნარჩენი პროდუქტი) გამო, აქამდე მიიჩნეოდა, რომ ამ ადგილას უძველეს ხანაში რკინა იწარმოებოდა.

ქიმიური ანალიზის ტექნიკისა და მიკროსკოპული ვიზუალიზაციის გამოყენებით, მკვლევრები განსხვავებულ დასკვნამდე მივიდნენ — რკინის ოქსიდს სინამდვილეში სარჩილ ფლუსად იყენებდნენ, ნივთიერებად, რომელსაც დნობის ღუმლებში ამ შემთხვევაში სპილენძის წარმოების გასაუმჯობესებლად იყენებდნენ.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ რკინა სპილენძის სადნობებში ექსპერიმენტების შედეგად აღმოაჩინეს და სულაც არ შემუშავებულა განცალკევებულად. ამაზე მეცნიერები ჰიპოთეზის დონეზე ადრეც ეჭვობდნენ, მაგრამ დასადასტურებლად არ გააჩნდათ პირდაპირი ბევრი პირდაპირი მტკიცებულება.

„ეს გახალავთ სპილენძის დნობის პროცესში რკინის მიზანმიმართულად გამოყენების მტკიცებულება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ რკინის მდნობელებმა გაიცნეს რკინის ოქსიდი — გეოლოგიური ნაერთები, რომლებიც საბოლოოდ მადნად უნდა გამოეყენებინათ რკინის, როგორც ცალკე მასალის დნობისთვის და ღუმელში ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ მისი თვისებების შესახებ. მისი აქ გამოყენება მიუთითებს, რომ სპილენძზე მომუშავეთა მიერ ჩატარებული ამ სახის ექსპერიმენტები გადამწყვეტი იყო რკინის მეტალურგიის განვითარებისთვის “, — აღნიშნავს ერბ-სტულიო.

რკინის ხანა დაახლოებით 700 წელიწადს გაგრძელდა და კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და რყევების პერიოდი იყო. სოფლის მეურნეობა უფრო ეფექტიანი გახდა, ბრძოლები უფრო ბრუტალური და ამ მტკიცე, გამძლე მეტალით შეიქმნა ახალი ხელსაწყოები.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი ადგილია და რკინის წარმოება სავარაუდოდ სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად უნდა განვითარებულიყო. თუმცა, მკვლევრები აწარმოებენ შედარებებს სხვა მსგავს ადგილებთან, მათ შორის ისრაელში არსებულ ერთ-ერთთან.

ვრცლად პირველ არხზე