საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად იყო რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოეყენებინა. ბარომ ამის მაგალითად ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, კრემლის კრიტიკოსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასიკვდილო ნერვული აგენტით მოწამლეს.
„ორი წლის წინ ალექსეი ნავალნი ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო ნერვული აგენტით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის, ქიმიური იარაღი გამოიყენოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – დაწერა ბარომ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი და ნიდერლანდები დარწმუნებული არიან, რომ ალექსეი ნავალნი ორი წლის წინ არქტიკულ სასჯელაღსრულების კოლონიაში სასიკვდილო ნივთიერებით მოწამლეს. მათი დასკვნები ეფუძნება ნავალნის სხეულიდან აღებული ნიმუშების ანალიზს, რომელმაც, მათი თქმით, „დასაბუთებლად“ დაადასტურა ეპიბატიდინის არსებობა. ტოქსინის, რომელიც სამხრეთ ამერიკაში შხამიან ისრის ბაყაყებში გვხვდება და რუსეთში ბუნებრივ პირობებში გავრცელებული არ არის.
ნავალნი არქტიკულ სასჯელაღსრულების კოლონიაში 2024 წლის თებერვალში გარდაიცვალა.