„უკრაინას სირიის ბედი არ დაემუქრება, რადგან რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი 30 წელიწადს, ან თუნდაც 10 წელს ვერ იცოცხლებს“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ ტელეკომპანია Globo-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა გაიხსენა ომი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია თითქმის 30 წელია აწარმოებს სირიაში და ჰკითხა უკრაინის ლიდერს, შეიძლება თუ არა ეს უკრაინასაც დაემართოს.
„ეს არ შეიძლება. პუტინი ამდენი წელი არ იცოცხლებს. იმ ტემპით, რომლითაც ის ჩვენთან ერთად იბრძვის, ის არ იბრძოდა სირიაში. და მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ტანჯვა და განადგურებაა, ეს სხვა ომია. ის ვერ გადარჩება. 30 წელში ის აღარ იქნება, მოკვდება - ეს აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა, ის 10 წელიც ვეღარ გაძლებს. ის არ არის იგივე ფიგურა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან განაცხადა, რომ რუსეთის მთელი არმია უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის და მისი ხერხემალი უკრაინელმა ჯარისკაცებმა უკვე გაანადგურეს.